logo_geo
ნინო ბერძული: „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტი საშუალოდ 3-5 ადამიანს აინფიცირებს
- +

14 იანვარი. 2022. 19:56

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორის, ნინო ბერძულის თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებული პაციენტი საშუალოდ 3-5 ადამიანს აინფიცირებს და ამიტომ არის აუცილებელი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, რაც ვირუსის გავრცელების წყაროა.

 

„ძალიან ბევრი ქვეყნიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე ვიცით, რომ ერთდროულად იმდენი ადამიანი ინფიცირდება „ომიკრონით“ და, პროპორციულად, საავადმყოფოში გადაყვანილი ქრონიკული დაავადებების მქონე ან აუცრელი პაციენტების რიცხვი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია, მათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ სამედიცინო სექტორს, რადგან ეს წარმოუდგენელი დატვირთვაა და ამ წნეხს ქვეყნები ვერ გაუძლებენ. წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ არიან ექიმები, ექთნები და ამას ემატება სამედიცინო პერსონალის ინფიცირება“, - აცხადებს ნინო ბერძული „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

 

 

big_banner
არქივი