logo_geo
მეუფე ზენონი სიცრუეა ინფორმაცია, რომ მეუფე ზენონი ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა
- +

14 იანვარი. 2022. 23:59

 

 

სამების ტაძრის დეკანოზის პეტრე კოლხის და მასზე დაყრდნობით, რამდენიმე საინფორმაციო გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) ბრიტანეთში დევნილად ჩაბარდა, არ დასტურდება.

 

„მთის ამბებმა“ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა. მეუფე ზენონი ამ დროისთვის ნამდვილად იმყოფება ლონდონში, სადაც ის მღვდელმთავრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

 

მთავარეპისკოპოსი ზენონი, ერისკაცობაში იმედა იარაჯული 1972 წელს დაიბადა. 1993 წელს ბერად აღიკვეცა და სახელად ზენონი ეწოდა. 1995 წლიდან იღუმენი ზენონი მსახურობდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში რექტორის მოადგილედ.

 

1998 წელს იღუმენი ზენონი დაინიშნა სრულიად - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მდივნად, ხოლო მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ. ამავე დროს, იგი მსახურობდა გაერთიანებული სამხედრო აკადემიის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვრად, შემდეგ ლურჯი მონასტრის, ხოლო 2000 წლის 14 მარტიდან - მთაწმინდის მამა-დავითის ეკლესიის წინამძღვრად. 2001 წლის 16 ივნისს, იღუმენ ზენონს ეკლესიაში ერთგული მსახურებისათვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა.

 

2003 წელს, საპატრიარქომ დმანისის ძველი ეპარქია აღადგინა. ეპარქიის მღვდელმთავრად სინოდმა არქიმანდრიტი ზენონი გამოარჩია. 2003 წლის 30 აგვისტოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი ზენონი ეპისკოპოსად აკურთხა.

 

 

big_banner
არქივი