logo_geo
97 წლის ამერიკელი პიანისტი ახალ ალბომს გამოუშვებს
- +

15 იანვარი. 2022. 00:32

 

 

ამერიკელი პიანისტი რუთ სლენჩინსკა, რომელიც 15 იანვარს 97 წლის გახდება, ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მან კონტრაქტი ხმისჩამწერ სტუდია Decca-სთან გააფორმა. ჩანაწერში სახელწოდებით My Life In Music („ჩემი ცხოვრება მუსიკაში“) სერგეი რახმანინოვისა და ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებებია შესული. ალბომზე მუშაობა შარშან დასრულდა, ჩანაწერის გაყიდვა 18 მარტს დაიწყება.

 

სლენჩინსკას თქმით, ეს პროექტი მისთვის დაუჯერებელია: „ვის გაუგონია, რომ ჩემი ასაკის პიანისტს კიდევ ერთი ალბომი გამოეშვას?“ - ამბობს ის.

 

რუთ სლენჩინსკა საკრამენტოში დაიბადა. პირველი კონცერტი 4 წლისამ დაუკრა. ის ცნობილი კომპოზიტორის, სერგეი რახმანინოვის უკანასკნელი ცოცხალი მოსწავლეა. მას ვოლფგანგ მოცარტის შემდეგ ყველაზე ნიჭიერ ვუნდერკინდად მიიჩნევდნენ.

 

 

big_banner
არქივი