logo_geo
რა მოლოდინები არსებობს კორონავირუსის მუტაციასთან დაკავშირებით
- +

16 იანვარი. 2022. 00:06

 

„ნათლად გამოჩნდა, რომ კორონავირუსი არსად არ გაქრება, ეს არ არის SARS 1, რომლის აფეთქება 2003 წელს იყო, შემდეგ ვირუს „მერსზე“ იყო საუბარი. ისინი რეალურად აღმოიფხვრნენ. ამ შემთხვევაში კი, კორონავირუსის მუტაციის ვექტორები მიმართულია იმ მიმართულებით, როგორც ესპანური გრიპი - 3 წელიწადში ის არსად გამქრალა, უბრალოდ მუტაცია განიცადა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მსგავსი სცენარი იქნება ყველაზე მეტად სავარაუდო ახალი კორონავირუსის შემთხვევაშიც.

 

„თუმცა არ არის გამორიცხული კიდევ უფრო ოპტიმისტური სცენარი: პირველი 4 კორონავურუსი, რომელიც აქამდეც ათწლეულებია ცირკულირებს და იწვევდა უბრალო გაციებას, შეიძლება ამ ახალი კორონავირუსის მუტაციაც მივიდეს იქამდე, რომ ის „გაციების“ ვირუსად გადაიქცეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

big_banner
არქივი