logo_geo
დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
- +

16 იანვარი. 2022. 10:08

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო ქვეყნის მასშტაბით, გზებზე სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

 

კერძოდ, ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის 1-50 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო 28-50კმ მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

ინტენსიური თოვის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 39–225კმ (ქსანი-გეგუთის კვანძი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, 39-193კმ მონაკვეთზე (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის 16-29კმ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

 

აღნიშნულ მონაკვეთებზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი