logo_geo
ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, პიკზე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო მეტი დადასტურებული დღიური შემთხვევა, ვიდრე „დელტას“ დროს
- +

17 იანვარი. 2022. 10:08

 

„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა დღიურად დადასტურებულ შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდოს, რაც პარალელურად გაზრდის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. მსგავსი გართულებების თავიდან ასარიდებლად, უალტერნატივო გზად კვლავ ვაქცინაციის პროცესის აქტივაცია და რეკომენდაციების მკაცრი დაცვა რჩება.

 

„ნელ-ნელა დომინანტი ხდება „ომიკრონი“ და დაახლოებით 2-3 კვირაში შეიძლება სრულად ჩაანაცვლოს „დელტა“ შტამი. ვიცით, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად და აგრესიულად ვრცელდება, აქედან გამომდინარე, პიკზე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო მეტი დადასტურებული დღიური შემთხვევა, ვიდრე გვქონდა „დელტას“ [დომინირების] დროს. ამიტომ, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმოება“, - ამბობს გოგინავა.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

big_banner
არქივი