logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი, ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას
- +

17 იანვარი. 2022. 11:56

 

„ჩვენ დაპირებისამებრ, დავასრულეთ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩაუტარდა მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციები გაეგზავნა უკვე პარლამენტს, მთავრობას. მე მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა, ვინაიდან საჭირო იქნება კანონებში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და გააიაფებს მედიკამენტებს ჩვენი მოლოდინით,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფასების მონიტორინგის მნიშვნელობასთან ერთად, მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ხარისხიანი მედიკამენტი და ეს არის N1 მოთხოვნა.

„რაც მთავარია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი, რეგულირებას არ ვიტყოდი ამ ეტაპზე და მეორეს მხრივ - ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ჩვენი N 1 მოთხოვნა. ჩვენ ახლა დავიწყებთ აქტიურად მუშაობას, ბატონი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი დაიწყებს ამ თემაზე მუშაობას და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“- აღნიშნა პრემიერმა.

 

 

big_banner
არქივი