logo_geo
კანონპროექტის თანახმად, ავსტრიაში, არავაქცინირებული ზრდასრულები 600 ევროთი დაჯარიმდებიან
- +

17 იანვარი. 2022. 22:53

 

„1 თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაციის მანდატი ამოქმედდება, რომელიც არავაქცინირებული ზრდასრულების დაჯარიმებას მოიცავს“, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

 

გასული წლის ნოემბერში, ავსტრიის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ვაქცინაციის მანდატი ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გასაზრდელად არის საჭირო. კანონის პირველი პროექტი გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ხოლო განახლებული პროექტი დღეს გამოქვეყნდა და მას ახლა პარლამენტი განიხილავს.

 

კანონპროექტის თანახმად, ავსტრიაში მცხოვრებმა 18 წელზე უფროსი ასაკის ყველა პირმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა მიიღოს. ამასთანავე ვაქცინაციისგან გათავისუფლებულნი იქნებიან ორსულები, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები და ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ვაქცინის სამედიცინო მიზეზების გამო მიღება.

 

„სავალდებულო ვაქცინაცია მოულოდნელად არ დადგება. ის ეტაპობრივად განხორციელდება“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა.

 

ავსტრიის კანცლერის თქმით, საწყის ეტაპზე, რომელიც მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, ჯარიმები არ დაწესდება, ხოლო 15 მარტიდან სამართალდამცველები დაიწყებენ შემოწმებას, იცავენ თუ არა მოქალაქეები ახალ კანონს, მაგალითად, საგზაო კონტროლის დროს ვაქცინაციის სტატუსის შემოწმებით.

 

არავაქცინირებულ ზრდასრულებს 600 ევრომდე ჯარიმა ემუქრებათ, თუ მათ ვაქცინაციის სერტიფიკატი ან ვაქცინაციისგან გათავისუფლების დამადასტურებელი საბუთი არ ექნებათ.

 

ასევე შეიძლება დაწესდეს ე.წ. „შეხსენების თარიღი“, როდესაც მოქალაქეებს წერილით შეახსენებენ ვაქცინის გაკეთებას. ვაქცინაციის მანდატის მესამე ეტაპზე, ე.წ. „შეხსენების თარიღს“ ე.წ. „ვაქცინის თარიღი“ მოჰყვება. ის პირები, რომლებიც ე.წ. „ვაქცინის თარიღისთვის“ არ აიცრებიან ან ვაქცინაციისგან არ გათავისუფლდებიან, დაჯარიმდებიან.

 

ყოველწლიურად ორი „ვაქცინის თარიღი“ იქნება. პირს ყოველწლიურად მაქსიმუმ ოთხი ჯარიმა შეიძლება დაეკისროს, რაც ჯამში 2 400 ევროს შეადგენს.

 

 

big_banner
არქივი