logo_geo
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდინფიცირების შემთხვევათა დაახლოებით 50% „ომიკრონზე“ მოდის
- +

18 იანვარი. 2022. 11:36

 

 

„დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი 7521 შემთხვევა, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც გახლავთ - სიკვდილიანობა, თანდათან იკლებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩამოვცდით ჩვენს ზღვრულ მაჩვენებელს,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მათემატიკური მოდელირებით დაახლოებით 50% ქვეყანაში უკვე დადებითი შემთხვევებისა არის გამოწვეული „ომიკრონით“. თბილისში, სადაც ყველაზე მეტი შემთხვევები რაოდენობა გვაქვს, „ომიკრონის“ წილი არის 67%, რეგიონებში ეს წილი 30-35%-ის ფარგლებში გახლავთ. მეორე ადგილზე „ომიკრონის“ ცირკულაციით გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

 

big_banner
არქივი