logo_geo
17 იანვარს რამაზ ყურაშვილი 80 წლის გახდა
- +

18 იანვარი. 2022. 14:53

 

 

იუბილარს მივულოცოთ!

17 იანვარს 80 წლის გახდა რამაზ ყურაშვილი - ექიმ-ენ­დოკ­რი­ნო­ლოგი, მეცნიერი,  მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორი, პრო­ფე­სორი. 1987 წლიდან არის რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის დირექტორი; 1992 წლიდან - საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი. 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის, წიგნებისა და საგანმანათლებლო ალბომების ავტორი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ღირსების ორდენის კავალერი. ევროპის ნეირო-დიაბის სამუშაო ჯგუფის წევრი (1993); დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი (1993); ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის წევრი (1996); ამერიკის დიაბეტის ასოციაციის პროფესიონალური სექციის წევრი (1997); დიაბეტის ჟურნალების საერთაშორისო კომიტეტის წევრი (1997); შავი ზღვის ქვეყნების დიაბეტის საბჭოს წევრი (1997); საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემიის წევრი (2000); თიროიდული ფუნქციების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (2001); ამერიკის კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაციის წევრი (2004); ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების წევრი (2004).

დაიბადა თბილისში, 1942 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს.

 

 

big_banner
არქივი