logo_geo
თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას ცხოველებისთვის ჩიჩილაკების მიტანის თხოვნით მიმართავს
- +

18 იანვარი. 2022. 17:11

 

 

თბილისის ზოოპარკი მოსახლეობას უკვე ტრადიციული თხოვნით მიმართავს და ბინადრებისთვის ჩიჩილაკების მიტანას სთხოვს. შესაბამისი განცხადება ზოოპარკის Facebook-ზე გამოქვეყნდა.

 

​იქნებ გაგახსენდეთ, რომ ჩიჩილაკები ზოოპარკში გვჭირდება, ცხოველებისთვის. თუ ეჭვი შეგეპარებათ, ამათაც მოსცლიათ, რა ჯანდაბად უნდათ ეს ჩიჩილაკებიო, ამ პოსტზე მიბმული ტექსტი გადაიკითხეთ და ფოტოებიც დაათვალიერეთ.

 

თუ ჩათვლით, რომ გათლილი ჯოხის დათვისთვის ჩუქებით ბარაქას მოიკლებთ, არ მოგვიტანოთ. მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს რამე. თუ გადაწყვეტთ, რომ კარგი საქმეა და ამით ცხოველებს დაეხმარებით, სხვებსაც გაუზიარეთ ეს ამბავი. მოკლედ, ამდენი იმიტომ ვწერეთ, რომ არ დაიზაროთ და ჩიჩილაკი გამოაყოლოთ ზოოპარკში, გმირთა მოედნისკენ რომ წამოხვალთ“, - აღნიშნული ზოოპარკის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი