logo_geo
რუსლან აბაშიძემ გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა
- +

18 იანვარი. 2022. 21:27

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ ზურაბ ჭიჭოშვილის პანაშვიდზე მივიდა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

16 იანვარს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი კაცი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი