logo_geo
ცისანა სეფიაშვილი სამსახურს ეძებს: თინა კანდელაკმა მითხრა, შენ ვერასდროს მიაღწევ იმას, რასაც მეო
- +

19 იანვარი. 2022. 01:22

 

 

ცისანა სეფიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურს ეძებს. მომღერალი, ყველას „სწორი" ოცნებისკენ მოუწოდებს, რადგან მის ოცნებას, რომ უსაქმური ყოფილიყო, ეს შედეგი მოჰყვა.

 

„სამყარო გვისრულებს ოცნებებს!!! იოცნებეთ, არ დანებდეთ და მხოლოდ პოზიტივი - ეს ჩემი ცხოვრების დევიზია.  მხოლოდ ერთ შესწორებას შევიტან: ბოლო 10 ან 15 წელი ვოცნებობდი "უსაქმური" (დიახ, ზუსტად ასე ვიძახდი) ვყოფილიყავი, რომ მხოლოდ ჩემი შვილებისთვის დამეთმო დრო. ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, ყველა დედა ასეა... მაგრამ ასეთ „უსაქმურობაზე" არ მიოცნებია.

 

6 თვეა ვარ „უსაქმური". ყველას გეცოდინებათ, რომ ვეძებ სამსახურს (ვინც არ იცოდა) და იოცნებეთ სწორად, სამყარო ასრულებს ოცნებებს" - წერს ცისანა ფეისბუქზე.

 

მომღერალმა "პრაიმტაიმთან" საუბარში დასძინა, რომ ძალიან სურს ჰქონდეს საავტორო გადაცემა. აი, თუ რა უთხრა თინა კანდელაკმა მას წლების წინ, როდესაც მოსკოვში ტელევიზიაში მუშაობაზე უარი თქვა, ამას ამ ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ცისანა სეფიაშვილი: - რეალურად, 16 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში. "მეორე არხზე" სიუჟეტებს ვაკეთებდი გადაცემისთვის "პირველი დუბლი", შემდეგ დეფისთან და "კიკალასთან" ერთად, მქონდა საავტორო გადაცემა. შემდეგ უკვე მოსკოვში გავაგრძელე რადიოში მუშაობა.  იმხანად "ენტევეზე" იხსნებოდა რუსული "მუზტივი". მაგრამ უარი ვთქვი და თბილისში დავბრუნდი. ამას, რა საკვირველია, არ ვნანობ.



 

მაშინ, მოსკოვში, რადიოში მე და თინა კანდელაკმა ერთად დავიწყეთ მუშაობა. "წითელი სიდი" ასე ერქვა რადიოს. ჯერ დიჯეი, შემდეგ კი მუსიკალური რედაქტორი გახლდით, მქონდა წარმატებული საავტორო გადაცემა "შეხვედრები ხიდზე". ორი წლის შემდეგ, "ენტევეზე" რომ რუსული MTV იხსნებოდა და კისილიოვმა მუშაობა შემომთავაზა, უარი ვთქვი. ეს იყო 2000-2001 წელი.

 

ახლა ექსკლუზიურად გეტყვით, რა მითხრა მაშინ თინამ: როდესაც მე "მეორე არხზე" მოვედი და შენ იქ მუშაობდი, ყველაფერი გქონდა, რაზეც მე ვოცნებობდი. მას შემდეგ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდიო.  ცისანა, როცა შეგიძლია ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიო, მაშინ მიდიხარ და ამით დიდ შეცდომას უშვებ. ნახე, მე რასაც მივაღწევ. შენ ვერასდროს მიაღწევ იმას, რასაც მეო. და ასეც მოხდა.

 

ცუდად არ უთქვამს. შემანჯღრია. დღეს უკვე ძალიან მახარებს მისი წარმატებები. მართლა ყოჩაღ! ჩვენ ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს.

 

მე ჩემი გზა ავირჩიე, მყავს ოთხი შვილი და მე ბედნიერი ვარ. ყველას ჩვენ-ჩვენი პრიორიტეტები გვაქვს. თინამ მისი სწორი გზა აირჩია. ყოჩაღ, თიკა!

 

ის ჩემი სიმართლე ან შეცდომა იყო. მაშინ 25-26 წლის ვიყავი. თუმცა მე წარსულზე გამოკიდება არ მიყვარს. არც წარსულის შიში გადმომაქვს დღევანდელობაში და არც მომავლის შიში მაფერხებს. მე ვცხოვრობ დღეს და ახლა. მომავალი წინ მაქვს. ამ ჩემს ოცნებას აუცილებლად ავისრულებ. სამყარო ხომ გვისრულებს ოცნებებს.

 

ბევრი პროექტის იდეა მქონია, მაგრამ შვილების გამო ვერ განვახორციელე. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ტელევიზიაში. უკეთესს გეტყვი: მიყვარს პირდაპირი ეთერი. აპოლიტიკური თოქშოუ პირდაპირ ეთერში! აი, რა მინდა და უარს არ ვიტყოდი. პირდაპირი ეთერი სპექტაკლივით ცოცხალი ორგანიზმია. ნამდვილია, თავისი ადრენალინი აქვს. ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ რახან ბავშვები "მივაწყვე, ეს ოცნება თაროზე მქონდა შემოდებული.

 

წლების წინ ბიძინა ბარათაშვილმა საავტორო გადაცემის იდეა შემომთავაზა. რადგან მეორე და მესამე შვილები ძალიან პატარები მყავდნენ, უარის თქმა მომიხდა. ამაზე გული დამწყდა.

 

თუმცა ყველაფერი წინ არის. ასე რომ, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მსგავს შემოთავაზებას”, - აცხადებს ცისანა სეფიაშვილი.

 

 

big_banner
არქივი