logo_geo
მაიკ რაიანი: კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს შეიძლება დასრულდეს, თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობის პრობლემა სწრაფად მოგვარდება
- +

19 იანვარი. 2022. 01:53

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა, ჰოსპიტალიზაცია და ლოკდაუნი მიმდინარე წელს შეიძლება დასრულდეს, თუ ვაქცინაციისა და მედიკამენტების უზარმაზარი უთანასწორობის პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

 

„შესაძლოა, ამ ვირუსს ვერასდროს დავასრულებთ, რადგან ასეთი პანდემიური ვირუსი საბოლოოდ ეკოსისტემის ნაწილი ხდება. შანსი გვაქვს, მიმდინარე წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა დავასრულოთ, თუ გავაკეთებთ იმას, რაზეც ვსაუბრობდით“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

 

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ თუ ვაქცინებისა და სხვა ინსტრუმენტების სამართლიანად გაზიარება არ მოხდება, ვირუსის ტრაგედია გაგრძელდება.

 

„დაავადების სიხშირე დაბალ დონემდე უნდა დავიყვანოთ მოსახლეობის მაქსიმალურად ვაქცინაციის გზით, რათა არავინ მოკვდეს. ტრაგედია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ჩამოშლამ გამოიწვია და არა ვირუსმა“, - აღნიშნა მან.

 

 

big_banner
არქივი