logo_geo
ალექსანდრე გოგინავა: სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ-დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან
- +

19 იანვარი. 2022. 10:08

 

სპეციალისტების შეფასებით, ​„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. მარტივი მიმდინარეობის მიუხედავად, ვირუსს თან ახლავს გართულებები. მისი სამი მკვეთრად გამოხატული სიმპტომია: გულისრევა, წელის ტკივილი და ღამით ოფლიანობაა, რითაც შეგვიძლია განვასხვაოთ სხვა შტამებისგან. ეპიდემიოლოგები განსაკუთრებით ასაკოვან მოსახლეობას ბუსტერ დოზით აცრისკენ კვლავ მკაცრად მოუწოდებენ და იმუნიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ .

 

„სრულფასოვანი ვაქცინაცია, რაც გულისხმობს ბუსტერ დოზის გაკეთებასაც, იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. ამიტომ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკოვნებისთვის და იმ სეგმენტისთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები და მძიმე მიმდინარეობის რისკები“, - ამბობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

 

 

big_banner
არქივი