logo_geo
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
- +

19 იანვარი. 2022. 10:46

 

19 იანვარს ქუთაისში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, მოთოვს. ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

 

თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს ზუგდიდშიც. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

 

მესტიაში თოვლი და -5 გრადუსი, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით 0 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.

 

0 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. თოვას პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -12 გრადუსი იქნება.

 

გორში თოვლი და +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი იქნება. მოთოვს.

 

გუდაურშიც მოთოვს. დღისით -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსია მოსალოდნელი, შესაძლოა მოთოვოს. ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი. მოთოვს.

 

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია სიღნაღში. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

 

რუსთავში თოვლია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

 

 

big_banner
არქივი