logo_geo
ილია მეორე: ქრისტეს ნათლისღება უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში
- +

19 იანვარი. 2022. 13:57

 

 

„გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. ნათლისღება ქრისტესი უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

 

„იკურთხება წყალი, ნაკურთხი წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში. ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყველა ადამიანი უნდა ეზიაროს ამ მადლს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა. ნათლისღება არის წმინდა სამების დღესასწაული. ხმა უფლის, მისი მადლი გარდამოდის ხალხზე და ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს ხილული და უხილავი მტრებისგან. ადამიანების წინაშე მრავალი განსაცდელია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს ამ განსაცდელისგან“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

ამასთან პატრიარქმა აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მადლობელი ვართ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა გფარავდეთ თქვენ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი