logo_geo
მეუფე ნიკოლოზი: სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ, ყველანაირი პირობა შევქმნა
- +

19 იანვარი. 2022. 15:03

 

 

„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს, სააკაშვილი იყოს შინაპატიმრობაში ჩემს ეპარქიაში, მზად ვარ, ყველანაირი პირობა შევქმნა“, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი თქმით, სახელმწიფოს თუ მოეწონება მისი ინიციატივა, მზად არის, იყოს შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

 

„სახელმწიფოს ვთავაზობ გამოსავალს. მგონია, რომ კარგი იქნება, თუ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ პრეზიდენტი იყოს შინაპატიმრობაში. ჩემი აზრი იყო, რომ მოსახერხებელი იქნება, არ იყოს ის თავის სახლში, ანუ სადაც აქ ცხოვრობს თბილისში, ამიტომ შევთავაზე ჩემი ეპარქია. თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მიხეილ სააკაშვილთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი სავარაუდოდ წინააღმდეგი არ იქნება.

 

„მასთან მისაუბრია და ვიცი მისი აზრი, რომ სავარაუდოდ წინააღმდეგი არ იქნება. სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად შედის მის ინტერესში. მგონია, რომ სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს. რა თქმა უნდა, მოლოდინი რომ არ მქონდეს, ამას არ ვიტყოდი. მგონი, ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება. მე დარწმუნების, დავალდებულების თუ იძულების არავითარი სხვა საშუალება არ გამაჩნია. ეს განვაცხადე, რომ ამისთვის მზად ვარ და თუ ისურვებს ჩვენი ხელისუფლება, მზად ვარ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლო ამ საკითხზე და ყველანაირი პირობა შევქმნა ჩემს ეპარქიაში“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

big_banner
არქივი