logo_geo
ბიძინა კულუმბეგოვმა დაასახელა მოსახლეობის ჯგუფები, რომლებმაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ორმაგი პირბადე უნდა ატარონ
- +

20 იანვარი. 2022. 14:55

 

 

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „ომიკრონის“ სუსტი მიმდინარეობა ძირითადად ახალგაზრდებში ფიქსირდება, მათ გადააქვთ დაავადება როგორც მარტივი გაციება და ვირუსი სუნთქვის უკმარისობას და ფილტვების დაზიანებას არ იწვევს.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა 60 წელს გადაცილებული ადამიანები და ისინი, ვისაც აქვს ჭარბი წონა, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადება ან ონკოლოგიური პათოლოგიები, თირკმლის ქრონიკული დაავადება. ისინი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ატარონ ორმაგი პირბადე ან გამოიყენონ რესპირატორი და აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

 

 

big_banner
არქივი