logo_geo
ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე „მატრასების“ წარმოების ნაცვლად ქართული კინოს განვითარებისკენ მიმართული საქმიანობა წარიმართება
- +

21 იანვარი. 2022. 01:37

 

 

ააიპ „ქართული ფილმის განვითარების ფონდი“ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმიანება, თითქოს „თეა წულუკიანის შავ სიას უსამსახუროდ დარჩენილი კიდევ 50 ადამიანი დაემატა - კულტურის მინისტრის ახალი სამიზნე ამჯერად თუმანიშვილის თეატრის ეზოში არსებული ააიპის თანამშრომლები გახდნენ, რომლებიც განმარტებების გარეშე სახლში გაუშვეს.“

 

„სიუჟეტში საუბარია, თითქოს კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით სახლში გაუშვეს ხელოვანები. სინამდვილეში სიუჟეტში დასახელებული სივრცე არის არა თუმანიშვილის თეატრის ეზო, როგორც ეს სიუჟეტშია ნათქვამი, არამედ ეს არის ე.წ. ძველი კინოსტუდიის ტერიტორია (მასზე განლაგებული შენობებით), რომელსაც ჰყავდა 58 მოიჯარე. ესენი არიან არა ხელოვანები, როგორც ეს სიუჟეტში აღინიშნა, არამედ - კერძო ბიზნესის წარმომადგენლები (მათ შორის იყო ე.წ. მატრასების საამქრო, მოტოციკლეტების მაღაზია და საწყობი და ა.შ.), რომლებიც სარგებლობდნენ კინოსტუდიის სივრცით და ზრუნავდნენ არა ქართული კინოს განვითარებაზე, არამედ საკუთარ ბიზნესზე. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის რესპონდენტები (რომლებიც სიუჟეტში ხელოვანებად არიან მოხსენიებული) არიან მოტოციკლეტების მაღაზია/სახელოსნოს დამფუძნებელი და ავეჯის საამქროს მფლობელი, რომელსაც ფონდის საიჯარო დავალიანება აქვს 12 000 ლარის ოდენობით. მოცემულ მოიჯარეებს იჯარის ვადა გაუვიდათ 2021 წლის 31 დეკემბერს და ერთი თვით ადრე ეცნობათ, რომ იჯარის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაეცალათ შენობები. 55-მა მათგანმა ეს მოთხოვნა შეასრულა და ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ სამი მოიჯარე, რომელიც არ ტოვებს კინოსტუდიის ქონებას.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში ქართული ფილმის განვითარების ფონდის დაკვეთით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებული შენობების მდგრადობის ექსპერტიზა. სამხარაულის ბიუროდან მიღებული დასკვნის თანახმად, მოცემული 15 შენობიდან უმეტესობა არის ამორტიზებული, ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველი და მათგან ხუთი შენობა ექვემდებარება დემონტაჟს. ამდენად, ამ შენობებში საქმიანობა საფრთხის შემცველია და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ფონდის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას შემდეგ, რაც ტერიტორიას სრულად დატოვებენ მოიჯარეები, უნდა მოხდეს შენობების რეაბილიტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება აუქციონის წესით იჯარით გაცემა, მხოლოდ იმ პროფილურ სახელოვნებო ორგანიზაციებზე, რომლებიც შეასრულებენ იმ დანიშნულებას, რაც თავის დროზე ჰქონდა კინოსტუდიას - ქართული კინოს განვითარება. ამდენად, ზემოხსენებული სიუჟეტი ემყარება არა რეალურ ფაქტებს, არამედ არის ცრუ ინფორმაცია და მორიგი სიყალბე“, - აღნიშნავენ ფონდში.

 

 

big_banner
არქივი