logo_geo
Amazon-მა „ბეჭდების მბრძანებლის“ შესახებ სერიალის სახელწოდება დაასახელა და პირველი თიზერი გამოაქვეყნა
- +

21 იანვარი. 2022. 02:59

 

 

Amazon-მა ჯონ ტოლკინის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული სერიალის სახელწოდება გაამხილა. შოუს „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ ჰქვია. ამის შესახებ Variety წერს.

 

სერიალის შოურანერები ჯონ დი პეინი და პატრიკ მაკკეი განმარტავენ, რომ სიუჟეტში შუახმელეთის მორე ეპოქის ყველა გადამწყვეტი ისტორიაა თავმოყრილი: ძალაუფლების ბეჭდების შექმნა, ბნელი ლორდი საურონის აღზევება, ნუმენორის ეპიკური საგა და ელფებსა და ადამიანებს შორის უკანასკნელი ალიანსის დრამა.

 

„ამ მომენტამდე მაყურებლებს ეკრანებზე მხოლოდ ერთი ბეჭდის ისტორია აქვთ ნანახი. მაგრამ მანამდეც ბევრი ბეჭედი იყო და აღფრთოვანებულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია ყველა მათგანის შესახებ მოგითხროთ“, - აღნიშნულია შოურანერების განცხადებაში.

 

ამასთან, კომპანიამ პროექტის პირველი თიზერიც გამოაქვეყნა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი