logo_geo
ჯანმო-ს საკონსულტაციო ჯგუფმა „Pfizer“-ის ვაქცინის შემცირებული დოზის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია
- +

21 იანვარი. 2022. 19:02

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკონსულტაციო ჯგუფმა „Pfizer“-ის ვაქცინის შემცირებული დოზის 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებას რეკომენდაცია გაუწია.

 

აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებული დოზა 10 მიკროგრამს შეადგენს, ხოლო 12 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის - 30 მიკროგრამს.

 

„აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფს (5-11) ვაქცინაციისთვის ყველაზე დაბალი პრიორიტეტი აქვს, გარდა იმ ბავშვებისა, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ“, - განაცხადეს ექსპერტთა სტრატეგიულ საკონსულტაციო ჯგუფში (SAGE).

 

 

big_banner
არქივი