logo_geo
ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

21 იანვარი. 2022. 21:10

 

 

კომიკოსი და მსახიობი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სისხლის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და საავადმყოფოში 19 იანვარს გადაიყვანეს.

 

დიფუზური B მსხვილუჯრედოვანი ლიმფომა (DLBCL) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ლიმფომაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ასაკოვან ადამიანებს (65 წლიდან ზევით) უვითარდებათ. DLBCL კიბოს აგრესიული ფორმაა, მიუხედავად ამისა დაავადება პოტენციურად განკურნებადად ითვლება.

 

ლუი ანდერსონი ამერიკელი კომიკოსი და მსახიობია. ქართველი მაყურებელი მას ანიმაციური სერიალიდან Life With Louie იცნობს, 1994-1998 წლებში გადაღებულმა ავტობიოგრაფიულმა მულტფილმმა შემქმნელს ორი ემი მოუტანა. ანდერსონს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში Coming To America, Ferris Bueller's Day Off, Nash Bridges. იყო სტენდაპ კომიკოსი, ასევე რამდენიმე საოჯახო შოუს წამყვანი.

 

 

big_banner
არქივი