logo_geo
ამერიკული კომპანია 2024 წლისთვის კოსმოსში კინოსტუდიის აშენებას გეგმავს
- +

22 იანვარი. 2022. 01:11

 

კომპანია Space Entertainment Enterprise (S.E.E.), რომელიც ტომ კრუზის მონაწილეობით კოსმოსში ფილმის გადაღებას გეგმავს, აცხადებს, რომ ორბიტაზე საკუთარ კინოსტუდიას ააშენებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ კინოსტუდია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდული იქნება და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უწონობის პირობებში კონტენტის შექმნას მოისურვებს, ასეთი შესაძლებლობა მიეცემა, კონტენტის ტრანსლირება კი პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

 

კომპანიის გათვლებით, კინოსტუდიის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება. სამშენებლო სამუშაოებს ორბიტული სადგურების მწარმოებელი Axiom Space-ი გაუძღვება.

 

 

big_banner
არქივი