logo_geo
დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა გამოავლინეს
- +

22 იანვარი. 2022. 01:12

 

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ინფორმაცია „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობის გამოვლენის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) ავრცელებს.

 

ამ მომენტისთვის დიდ ბრიტანეთში BA.2-ის 426 შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში, BA.2-ის ქვესახეობით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2021 წლის 6 დეკემბერს დაფიქსირდა. ამ ეტაპზე მას შესწავლის ქვეშ მყოფი ქვესახეობის სტატუსი მიენიჭა.

 

„ვირუსებისთვის მუტირება დამახასიათებელია. ამიტომაც, პანდემიის პერიოდში ახალი ვარიანტების გაჩენა მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნეს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების სააგენტოში.

 

 

big_banner
არქივი