logo_geo
„ომიკრონის“ გავრცელების გამო რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში კარნავალი გადაიდო
- +

22 იანვარი. 2022. 11:06

 

 

„რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულუში ტრადიციული კარნავალი „ომიკრონის“ გავრცელების გამო გადაიდო“, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

 

კარნავალის გამართვა თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა ის აპრილში ჩატარდება. ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო მიიღო.

 

რიო-დე-ჟანეიროს ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქალაქში შექმნილი ეპიდვითარება არ იძლევა დაგეგმილ დროს მასობრივი ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობას.

 

 

big_banner
არქივი