logo_geo
ოსკარის დაჯილდოების ცერემონია „დოლბის“ თეატრში ბრუნდება
- +

23 იანვარი. 2022. 01:32

 

 

ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის დაჯილდოების ცერემონიას „დოლბის“ თეატრში გაიმართება და 2018 წლის შემდგომ პირველად, წამყვანი წარუძღვება. პანდემიის გავრცელების ტემპის ზრდიდან გამომდინარე სხვა დაჯილდოებების გადადების მიუხედავად, Walt Disney Co.-ს განცხადებით, 27 მარტს, ლოს-ანჯელესში, ცერემონიის ჩატარების გეგმები, კვლავ უცვლელი რჩება.

 

ბრიტანელი მსახიობის, ტომ ჰოლანდის, ფანები იმედოვნებენ, რომ წლევანდელ დაჯილდოების ცერემონიას, Spider-Man: No Way Home-ის დიდი წარმატების შემდგომ, სწორედ ადამიანი-ობობას როლის შემსრულებელი, ზენდაიასთან ერთად წაიყვანს. თავად ჰოლანდი, ოსკარების დაჯილდოების წამყვანობის სურვილს გამოთქვამს და აცხადებს, რომ მსგავს შემოთავაზებას აუცილებლად დათანხმდებოდა.

 

 

big_banner
არქივი