logo_geo
ილონ მასკმა Twitter-ზე ტონგელებს ჰკითხა, სჭირდებათ თუ არა დახმარება ინტერნეტის აღდგენაში, მაგრამ ტონგელებმა ვერ უპასუხეს - მათ ინტერნეტი არ აქვთ
- +

23 იანვარი. 2022. 19:53

 

 

„ილონ მასკმა ტონგელებს ინტერნეტის აღდგენაში დახმარება შესთავაზა, თუმცა უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა“, - ამის შესახებ Gizmodo წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კუნძულზე, სადაც იანვრის შუა რიცხვებში ვულკანის ამოფრქვევა და ცუნამი იყო, ინტერნეტის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, მაგრამ SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელს ალტერნატიული ვარიანტი აქვს.

 

„ხომ ვერ გვეტყოდნენ ტონგელები სჭირდებათ თუ არა Starlink-ის ტერმინალები?“, - მიმართა მაკსმა კუნძულის მოსახლეობას Twitter-ზე.

 

მილიარდერის ტვიტმა ინტერნეტ-მომხმარებლებში სიცილი გამოიწვია.

 

„SpaceX, უბრალოდ დაეხმარეთ და ნუ ელოდებით როდის გთხოვენ დახმარებას. თანაც, როგორ წაიკითხავენ თქვენს ტვიტს, მათი წყალქვეშა ინტერნეტ-სადენი ხომ განადგურებულია“, - წერს ერთი მომხმარებელი.

 

„რომ შეეძლოთ, „კის“ გიპასუხებდნენ“, - წერს მეორე.

 

მოგვიანებით, მასკმა დააზუსტა, რომ მას მკაფიო პასუხი სჭირდება, რადგან კომპანიას თანამგზავრების საჭირო რაოდენობა არ აქვს. ამასთან, როგორც ჩანს, ტონგას მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი თანამგზავრების მეშვეობით ინტერნეტთან წვდომა მაინც აქვთ.

 

SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა თანამგზავრების გლობალური სისტემის, Starlink-ის პროექტი ოთხი წლის წინ წარადგინა. პროექტის მიზანი მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. პროექტის ფარგლებში კოსმოსში უკვე 1 900 თანამგზავრია გაშვებული, ჯამში კი კომპანიამ აშშ-ის ფედერალური კომისიისგან დედამიწის ორბიტაზე 12 000 თანამგზავრის გაყვანის ნებართვა მიიღო.

 

 

big_banner
არქივი