logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა
- +

24 იანვარი. 2022. 10:16

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 732-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 7 947 პირს დაუდასტურდა, 5 550 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 23 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 9 696 შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი