logo_geo
ლიკა მუმლაძე: ეს არის ვირუსი, რომლის დროსაც, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც დრამატულად დამძიმდეს და მისი შემთხვევა ცუდად დასრულდეს
- +

24 იანვარი. 2022. 15:16

 

მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, დამშვიდების საშუალებას არ იძლევა, რადგან, ყოველდღიური ინფიცირების ზრდის პარალელურად, გაიზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობაც.

 

„პაციენტების მომართვიანობის ზრდა შესამჩნევია, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა ტალღების დროს იყო - მაგალითად, კლინიკის 2-3 დღეში გავსების პრეცედენტიც გვქონია. პროპორციულად იტვირთება თერაპიული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. მოლოდინი უფრო მძიმე მაქვს, ვიდრე შეიძლება იყოს. 11, 12 და 20 ათასი ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, სამწუხაროდ, აუცილებლად იქნება მძიმე პაციენტებიც. ეს არის დაავადება და ვირუსი, რომლის დროსაც, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც დრამატულად დამძიმდეს და მისი შემთხვევა ცუდად დასრულდეს“, - აცხადებს ლიკა მუმლაძე.

 

 

big_banner
არქივი