logo_geo
მეტეხის გვირაბში დასუფთავების აქცია ჩატარდა
- +

25 იანვარი. 2022. 10:25

 

 

მეტეხის გვირაბში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. სამუშაოების ფარგლებში, ტალახისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან გაიწმინდა გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი.

 

თბილისის მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

 

სამუშაოების გამო, მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდა. ამ დროისთვის, ამ ტერიტორიაზე გადაადგილება თავისუფალია.

 

 

big_banner
არქივი