logo_geo
ექიმები დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 12 000-ზე მეტ შემთხვევას პროგნოზირებენ
- +

25 იანვარი. 2022. 10:27

 

ექიმების მოლოდინით, დღეს ქვეყანაში 12 ათასზე მეტი ახალი კოვიდშემთხვევა აღირიცხება და ინფიცირებულთა რაოდენობა, რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდება.

 

ეპიდსიტუაცია „ომიკრონის“ შტამის შიდა გავრცელების გამო კრიტიკული გახდა. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, უფრო რთულ თებერვალს ვარაუდობენ.

 

ყველაზე სწრაფად გავრცელებადი შტამის შესაკავებლად კი, ერთადერთი გამოსავალი ისევ ე.წ. ბუსტერ დოზაა. ექიმების განცხადებით, განსაკუთრებით სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა გამოიყენონ დამატებითი დოზა, რათა ინფიცირების შემთხვევაში, მათი კლინიკური პარამეტრები არ გართულდეს.

 

„1550 ადამიანი აიცრა გუშინ - ეს არის იმ ქვეყანაში, რომელიც ელოდება პანდემიის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მძიმე ტალღას. ინფიცირების ადრე არსებული პიკი ეს არის 6200, დღეს 12 000-ზე მეტი ინფიცირებული იქნება - ყველაზე მეტი, რაც ყოფილა პანდემიის დასაწყისიდან“, - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

 

 

big_banner
არქივი