logo_geo
მეუფე იაკობი: ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს, რუსეთი აუცილებლად წააგებს -
- +

27 იანვარი. 2022. 14:56

 

 

ბოდბის მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ქადაგებაში რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს.

 

მისი თქმით, რუსეთმა, აშშ-მა და უკრაინამ კარგად იციან, რას ნიშნავს ახალი ომის დაწყება და ამიტომ ფართომასშტაბიანი ომი მოსალოდნელი არ არის, საქართველომ კი მიმდინარე მოვლენებიდან გაკვეთილი უნდა გამოიტანოს, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს.

 

„თუ მაინც გაბედეს და შეუტიეს უკრაინას და ყველაფერი იქითკენ მიდის... თან აქეზებენ რუსეთს, რომ რაიმე ისეთი ნაბიჯი გადადგას, რაც საბოლოოდ წაართმევს ძალას მას. არ უნდა დაივიწყონ რუსებმა, ამერიკისა და რუსეთის ჭიდილს როგორ უყურებენ ჩინელები.

 

ორი ვეფხვი ერთმანეთს ეჭიდება, მაიმუნი ზის ხეზე და უყურებს მათ ჭიდილს. მაგიც არ უნდა დაავიწყდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად წააგებს რუსეთი. უკრაინა შეიძლება ცოტა ხანი რაღაც ცუდი მომენტების წინაშე დადგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოროტება ვერასდროს გაიმარჯვებს და ჯობია, წესიერად ვიცხოვროთ და ჩვენც, ქართველებმა მაგალითი გამოვიტანოთ.

 

არა მგონია კიდევ ახალი, ძალიან დიდი ომი დაიწყოს, რადგან ვინც ჩამოვთვალე ახლა, არცერთი უჭკუო არ არის და ხვდებიან, რა საშიშროება ემუქრებათ და ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არ უნდა დაიწყოს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

 

 

big_banner
არქივი