logo_geo
ECDC: ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებამ ევროპაში კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 800 000-ით შეიძლება შეამციროს
- +

27 იანვარი. 2022. 19:37

 

 

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღებამ ევროპაში კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 800 000-ით შეიძლება შეამციროს.

 

„გამაძლიერებელი დოზის მიღების მიმდინარე მაჩვენებელმა, რომელსაც იანვრის დასაწყისში მივაღწიეთ, „ომიკრონი“ შტამის გავრცელებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 500 000 - 800 000-ით შეიძლება შეამციროს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

აღნიშნული მაჩვენებლები ევროკავშირის 27 ქვეყანას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს მოიცავს.

 

ამჟამად ევროკავშირის მოსახლეობის (450 მილიონი) დაახლოებით 70% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო მოსახლეობის ნახევარმა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო.

 

„გამაძლიერებელი დოზის მიღების პროგრამის ადრე ვაქცინირებულ პირებზე გავრცელებამ ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კიდევ 300 000-500 000-ით შეიძლება შეამციროს“, - აცხადებენ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში.

 

 

big_banner
არქივი