logo_geo
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ არმავირის ციხეში საქართველოს მოქალაქეები მოინახულა
- +

27 იანვარი. 2022. 21:01

 

 

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში რატი ბრეგაძემ არმავირის ციხეში საქართველოს მოქალაქეები მოინახულა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არმავირის პენიტენციური დაწესებულება მოინახულა. იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან. რატი ბრეგაძემ პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ პატიმართა უფლებები მაღალ დონეზეა დაცული. სომხეთში სასჯელს 7 საქართველოს მოქალაქე იხდის.

 

 

big_banner
არქივი