logo_geo
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა
- +

28 იანვარი. 2022. 10:50

 

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

 

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 870-ს შეადგენს.

 

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 17 066 პირს დაუდასტურდა, 5 397 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

გუშინ, 27 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 17 484 შემთხვევა გამოვლინდა, 3 699 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი