Messenger-ს ახალი ფუნქცია ემატება - დაშიფრული მიმოწერის „დასქრინვის“ ანუ მისთვის ფოტოს გადაღების შემთხვევაში, ადრესატი ამის შესახებ შეტყობინებას მიიღებს.
გარდა ამისა, Secret Conversation-ს ემატება GIF-ები, სტიკერები და რეაქციები.
ცვლილება არ ვრცელდება სტანდარტულ მიმოწერაზე, რომელსაც Facebook-ის მომხმარებლების უმეტესობა იყენებს.