logo_geo
„Black Sea Arena“-ზე „OneRepublic“-ის კონცერტი გაიმართება
- +

28 იანვარი. 2022. 16:44

 

„მუსიკალური ღონისძიებებისა და ჯგუფ „OneRepublic“-ის მოყვარულებისთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: Black Sea Arena 2-წლიანი პაუზის შემდეგ „OneRepublic“-ის კონცერტით ბრუნდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას „Black Sea Arena“ ფეისბუქზე ავრცელებს.

 

კონცერტი 2022 წლის 28 მაისსაა დაგეგმილი და ბილეთების გაყიდვა ვებგვერდზე 28 იანვარს, 18:00 საათიდან დაიწყება.

 

„OneRepublic“-ის კონცერტი 2020 წლის ოქტომბერში იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიის გამო კონცერტი სხვა ღონისძიებებთან ერთად გადაიდო.

 

 

big_banner
არქივი