logo_geo
წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმისთვის საფრანგეთის განვითარების სააგენტომ 30 მლნ ევრო გამოყო
- +

28 იანვარი. 2022. 19:59

 

 

საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოს შორის გაფორმდა შეთანხმება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის რეფორმის პროგრამისთვის 30 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ.

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრძელვადიანი ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა და AFD-ის ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სესილ კუპრემ.

 

„AFD-ის მიერ ამ რეფორმის მხარდაჭერა სრულად შეესაბამება საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების იმ პროგრამას, რომელიც დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ.

 

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის დასაფინანსებლად გასულ წელს გამოყო ფინანსური რესურსი ორ ტრანშად, 115,310,000 ევროს ოდენობით.

 

საქართველომ 2021 წლის იანვარში პირველი ტრანშის სახით მიიღო 70,960 მლნ ევრო, ხოლო 2021 წლის დეკემბერში - მეორე ტრანში 44,350 მლნ ევროს ოდენობით.

 

ADB-ის პროგრამის მეორე ტრანშის, 30 მლნ ევროს ოდენობით თანადაფინანსებით, საფრანგეთის განვითარების სააგენტო მხარს უჭერს საქართველოს გააუმჯობესოს მმართველობა წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში, გააძლიეროს ურბანული და სოფლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვა, ასევე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის (UWSCG) ინსტიტუციური შესაძლებლობები.

 

ხელმოწერის ცერემონიაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების მიზნები, ისევე, როგორც 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს განვითარებას.

 

თავის მხრივ, ფრანგულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად განაგრძოს პარტნიორობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით“, - აღნიშნულია გავრელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი