logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს
- +

28 იანვარი. 2022. 20:44

 

 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი დაპირისპირება სხვადასხვა შრედ გროვდება და ჩაბეტონებულია

 

 

 

„დაპირისპირება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გროვდება, საქმიან ურთიერთობაში უნდა გადავიდეს. ეს არ იქნება ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენი დაპირისპირება სხვადასხვა შრედ გროვდება და ჩაბეტონებულია. თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორიც გვინდა - დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო. ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მე ვარ პასუხისმგებელი ერთიანობაზე. ილუზიაა, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდებით, მაგრამ რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

 

 

big_banner
არქივი