logo_geo
მერია: პირს, რომელიც დღეს ორხევში დემონტაჟს აპროტესტებდა, 2015 წელს კომპენსაციის სახით 356 274 ათასი ლარი აქვს აღებული
- +

28 იანვარი. 2022. 22:06

 

კახაბერ ილურიძე, რომელიც დღეს ორხევის დასახლებაში განხორციელებული დემონტაჟის მთავარი გმირი იყო, სატელევიზიო ინტერვიუებში აცხადებდა, რომ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულია. ილურიძის თქმით, მან, როგორც დაზარალებულმა, თავის დროზე „მიზერული თანხა” აიღო, რაც ცენტრალურ უბანში ახალი სახლის საყიდლად არ ეყოფოდა - „ვარ სტიქიით დაზარალებული, იქ მიზერული თანხა გადაიხადეს. ხელს არ ვაწერდი, იმდენად მიზერული თანხა იყო“.

 

ეს ინფორმაცია ipress-მა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში გადაამოწმა.

 

„13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ მოქალაქე კ.ი-ს 2015 წელს, კომპენსაციის სახით, მიღებული აქვს 356 274 ლარი“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

 

ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ამ პირზე ორი ფართი ფიქსირდება ვაკის რაიონში.

 

 

big_banner
არქივი