logo_geo
აჭარიდან 38 ათასი ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა
- +

28 იანვარი. 2022. 23:18

 

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის სეზონი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო, რაც თითოეულ მეციტრუსე ფერმერზე  დადებითად აისახა.

 

,,წარმატებული იყო ციტრუსის სეზონი აჭარაში და ამ წარმატების განმსაზღვრელია მოსახლეობის განწყობები. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, მეციტრუსე ფერმერებთან, ექპორტიორებთან და უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი სეზონი გამორჩეული იყო“ - განაცხდა თორნიკე რიჟვაძემ.

 

დღევანდელი მდგომარეობით, განხორციელდა 38 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი.  მიმდინარე სეზონზე მუშაობდა 30-მდე ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმო.

 

 

big_banner
არქივი