logo_geo
გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ალბათობა არსებობს
- +

17 მაისი. 2017. 02:15



მხოლოდ მიმდინარე თვეში საქართველოში მიწისძვრა 3-ჯერ დაფიქსირდა, თუმცა „კვირასთან" საუბრისას, ილიაუნის სეისმოლოგიური ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშო არ არის. მისივე თქმით, სეისმოლოგები შორეულ პერსპექტივაში მოსალოდნელ საფრთხეებს აანალიზებენ, მოკლე პერიოდში კი ამისი პროგნოზირება შეუძლებელია.


თეა გოდოლაძე აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი პროგნოზით, საქართველოში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ალბათობა არსებობს. მისი თქმით, ამ პროგნოზის გაკეთების საფუძველს რაჭაში, 1991 წელს მომხდარი მიწისძვრა იძლევა, რომლის სიმძლავრეც სწორედ 7 ბალამდე იყო.


„ეს მაჩვენებელი, რაც მიმდინარე თვეში დაფიქსირდა, არ იძლევა პანიკის საფუძველზე, მიწისძვრების შემთხვევები არ გახშირებულა, უბრალოდ, ტექნოლოგიურად უკეთესად მოხდა აღჭურვა და შესაძლებელი გახდა ფაქტების აღნუსხვა. მიწისძვრები აუცილებლად მოხდება და ჩვენ - სეისმოლოგები თავს ვერ დავდებთ, რომ დროის პროგნოზირება შეგვიძლია. ჩვენ ვაფასებთ საშიშროებას და ამას ჰქვია გრძელვადიანი პროგნოზი. 1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის საფუძველზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ალბათობა არსებობს, რადგან ერთხელ უკვე ჰქონდა მსგავს ფაქტს ადგილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პანიკას უნდა მივეცეთ. წარმოიდგინეთ, მაშინ იაპონელებმა რა უნდა ქნან?! მიწისძვრის გამო ხომ არ ასახლებულა ხალხი? - ჩვენ მიწისძვრა კი არ გვანგრევს, გვანგრევენ შენობები, ამიტომ უნდა აშენდეს მყარი შენობები და საფრთხეები უნდა იქნას გათვალისწინებული", -განუცხადა „კვირას" თეა გოდოლაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი