logo_geo
„კასპერსკის ლაბორატორია“ მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების იდეას
- +

18 მაისი. 2017. 03:51



18 მაისს, 13: 00 საათზე, თბილისში, კომპანია „კასპერკის ლაბორატორია" (Kaspersky Lab) საერთაშორისო ლიდერი კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროში, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს პროექტს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.


წელს, პირველად საქართველოში, დაიდგა სამგანზომილებიანი (3D) ბანერი, რომლელზეც ციფრული სამყაროს საფრთხეებია სიმბოლიზირებული. კიბერთავდაცვის საკითხებისადმი ინტერესი ყოველდღიურად იზრდება, როგორც კავკასიის რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. ინტერნეტ სივრცეში მოქმედი კიბერდამნაშავეები განუზომელ ფინანსურ და მორალურ ზიანს აყენებენ ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. „კასპერსკის ლაბორატორია" კი კიბერუსაფრთხოების ავანგარდშია.



საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს, თვრამეტი მაისიდან თვრამეტი ივნისის ჩათვლით, შეეძლებათ ფოტოგადაღებების წარმოება სამგანზომილებიან ბანერთან, სახელწოდებით - „დავიცვათ სამყარო" კომპანია ეპატიჟება ყველა მსურველს, ვისაც სურს აღნიშნული ილუსტრაციის ფონზე ორიგინალური სურათების გადაღება.




 

big_banner
არქივი