logo_geo
გლდანში „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს
- +

14 აპრილი. 2022. 14:33

 

 

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე მობილური ტექნიკა.

 

მათივე ინფორმაციით, სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

 

ამასთან, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქურდობის მცდელობის ფაქტები გასული თვის განმავლობაში ბათუმის და რუსთავის ფილიალშიც მოხდა, აღნიშნული ფილიალი კი წელს მეორეჯერ გატეხეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი