logo_geo
კახი კავსაძე: გივი ბერიკაშვილი იყო მაგალითი კაცი, რომელიც ყველას სჭირდებოდა!
- +

19 მაისი. 2017. 03:03


 

„ყველაზე დიდი მასწავლებელი ამ ცხოვრებაში არის მაგალითი... გივი ბერიკაშვილი იყო კაცი, რომელიც მაგალითად დადიოდა ამ ქვეყანაზე... სამაგალითო კაცი, მეგობარი, მამა, არტისტი  იყო...ის იყო მაგალითი კაცი, რომელიც ყველას სჭირდებოდა", - ამის შესახებ მსახიობმა კახი კავსაძემ გივი ბერიკაშვილის ბიუსტის გახსნაზე განაცხადა და გარდაცვლილ არტისტს ემოციური სიტყვებით მიმართა:


„60 წელი ერთად ვიყავით. ძმა დამაკლდა, გივის სახით! უცებ ფეთქდებოდა, რაღაცაზე გაბრაზდა და თქვა, მეყო რა... ადგა და წავიდა... სად წავიდა?! გივი, არა გრცხვენია ბიჭო?! შენ ხომ ყოველთვის მართალი იყავი, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ მართალი არ ხარ... შენ იცი, რომ ყველას უყვარხარ, ეყვარები, რადგან მთლიანი აბსოლუტური კაცი იყავი მეგობრობაშიც, ყველა საქმეშიც და საერთოდ ყველაფერში... ჩემო საყვარელო გივი ყოველთვის იქნება შენი სახელი ქართველ ხალხში", - განაცხადა კავსაძემ.


 

big_banner
არქივი