logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

27 აპრილი. 2022. 11:06

 

 

საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 80 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 676 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 687, „პისიარ“ ტესტით – 1 989.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,14%, ბოლო შვიდი დღის – 1,06%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 188 გამოჯანმრთელდა, 16 802 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 878 403 აცრა, დღიურად აცრილია 1 000.

 

ამასთან, 26 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 104 პირი, არ გარდაცვლილა არც ერთი პაციენტი.

 

 

big_banner
არქივი