logo_geo
ბათუმი–ახალციხის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული
- +

19 მაისი. 2017. 23:31

 

 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი, რამაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება.

 

 

big_banner
არქივი