logo_geo
საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

29 აპრილი. 2022. 10:52

 

 

საქართველოში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 280 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 635, „პისიარ“ ტესტით – 1 958.

 

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 0,6%, ბოლო 14 დღის – 1,04%, ბოლო შვიდი დღის – 0,94%.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 945 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 636 800 გამოჯანმრთელდა, 16 807 კი, გარდაიცვალა.

 

სულ ჩატარდა 2 880 821 აცრა, დღიურად აცრილია 1 124.

 

ამასთან, 28 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 332 პირი, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი