logo_geo
გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი ვალერი კოჩაროვი
- +

3 მაისი. 2022. 11:04

 

 

74 წლის ასაკში ცნობილი როკმენი, ჯგუფ „ბლიცის“ ხელმძღვანელი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა.

 

მის სახელს უკავშირდება ლეგენდარული „The Beatles“-ის პოპულარიზაცია საქართველოში.

 

1989 წელს ლივერპულში, ტრადიციულ კონკურსზე, სადაც საუკეთესო „ბითლზ-ორეულები“ გამოდიოდნენ, ფესტივალის მთავარი ჯილდო „ბითლზის“ საუკეთესო გარეგნული და მუსიკალური მიბაძვისათვის სწორედ მის ჯგუფს „ბლიცს“ მიენიჭა.

 

ვალერი კოჩაროვი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა.

 

 

big_banner
არქივი